დღეს 12 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატას ეწვივნენ ლიტვის ეროვნული აუდიტორული ოფისის (NAOL) წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად მართავენ სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:
„ბიუჯეტის პროექტის დასკვნის მომზადება“.
საქართველოს კონტროლის პალატაში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესის მიმოხილვა
მეთოდები, რომლებიც შესაძლოა დაინერგოს ბიუჯეტის პროექტზე დასკვნის შემუშავებისას და ამ მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები
PEFA ფარგლებში ფისკალური მდგრადობის შეფასება
მომავალი წლის ბიუჯეტის მონიტორინგი და ანგარიშგების სისტემა და სხვ.
აღნიშნული ვიზიტი, რომელიც ლიტვის ეროვნულ აუდიტორულ სამსახურსა (NAOL) და საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, 15 ივნისს დასრულდება.
მემორანდუმი გულისხმობს ორი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ოფისს შორის პარტნიორულ თანამშრომლობას. ასევე, ლიტველი ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციების, კონსულტაციებისა და სხვა ექსპერტული დახმარების გაწევას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, ფინანსური ანგარიშგების პაკეტსა და შემოსავლების აუდიტის საკითხებზე.
დღევანდელი ვიზიტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამართული რიგით მესამე შეხვედრაა. აღსანიშნავია, რომ წინა ვიზიტებისას (2011 წლის 28 ნოემბერი-2 დეკემბერი, 2012 წლის 19-23 თემერვალი) განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა-შესრულება
აუდიტის დასავლური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა კონტროლის პალატაში
დასკვნა ფინანსური ანგარიშგებების პაკეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის შემოსავლების აუდიტის ჩათვლით
დასკვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე.
ლიტველი ექსპერტების ვიზიტი
12 ივნისი, 2012