16 ნოემბერს გაიმართა ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის თავჯდომარის, ქ-ნ ინგუნა სუდრაბას და საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის, ბ-ნი ლევან ბეჟაშვილის შეხვედრა.
ქ-ნი ინგუნა სუდრაბას ვიზიტის მიზანი ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის შემუშავების, დანერგვისა და გარე აუდიტის განვითარების ხელშეწყობა იყო, რაც, ასევე, ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება.
ვიზიტის პარალელურად ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის საბჭოს ორი წევრი საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ლატვიის მხარემ აუდიტის მეთოდოლოგიაზე მომუშავე ჯგუფს თავისი გამოცდილება გაუზიარა.