სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ლატვიელმა კოლეგებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრეზენტაციები გამართეს 27 ნოემბერი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის, რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვისა და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებზე.      

ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პრეზენტაციები წარმოადგინეს აუდიტის შედეგების ანალიზის და პროცესების გაუმჯობესების მენეჯერმა  ლილდე დიმანტემ, აუდიტის და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილზე ბადერემ და პროექტების პოლიტიკის დაგეგმვისა და პროცესების ანალიზის მენეჯერმა ვალერის სტურისმა. 

ლატვიელი სტუმრები გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილსაც  შეხვდნენ   და თანამედროვე სახელმწიფო აუდიტორული უწყებების გამოწვევებზე ისაუბრეს.  

სამუშაო შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის“ ფარგლებში გაიმართა.