სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ლატვიელმა ექსპერტებმა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გამოცდილება გაუზიარეს 06 ნოემბერი, 2019

ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის 25 აუდიტორი ესწრებოდა.

სემინარის თემატიკა იყო აუდიტის თემების შერჩევა, აუდიტის დაგეგმვა და რეკომენდაციების შესრულება. ლატვიის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა თავისი საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს სემინარის მონაწილეებს მუნიციპალური აუდიტების განხორციელების მიმართულებით, ასევე ისაუბრეს აუდიტის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე, ასევე  შესაბამისობისა და ეფექტიანობის  აუდიტების  ინოვაციურ მიდგომებზე. 

სემინარის მონაწილეებს კონკრეტულ მაგალითებზე  ჯგუფური  სამუშაოც მიეცათ  და პრაქტიკული დავალებები ადგილზე შეასრულეს.

სემინარს მოწვეული ლატვიელი ექსპერტები უძღვებოდნენ- საჯარო აუდიტორები  ანა ბაზე და  პეტერის ბრიცისი,  საჯარო აუდიტორ-იურისტი ბაიბა ბებრე. სამუშაო შეხვედრა  ლატვიის აუდიტის სამსახურთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. გამოცდილების გასაზიარებლად მსგავსი სემინარები 2016 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა.