სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 10 ივლისი, 2015

10 ივლისს  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოს რიგით მე-13 სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

სხდომის ძირითადი მიზანი იყო   2015-2016 წლების ეროვნული  ანტიკორუფციული გეგმის შესრულების პროგრესის შეფასება, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე. ანგარიშში ასახულია ინფორმაცია  2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პასუხისმგებელი უწყებების მიერ კორუფციის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების იმპლემენტაციის პროცესის დეტალებისა და შედეგების   შესახებ, ასევე რა წარმატებები და გამოწვევები აქვს ქვეყანას კორუფციის შემცირება/აღმოფხვრის კუთხით.

ანგარიში მომზადდა  სახელმწიფო უწყებებიდან (მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) მიღებულ ინფორმაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაყრდნობით.

ანტიკორუფციული   საბჭოს   სამდივნოს   შეფასების   შედეგად გამოვლინდა,  რომ 2015  წლის  პირველი  6  თვის  განმავლობაში,  კორუფციის  პრევენციისა  და                             მის  წინააღმდეგ  ბრძოლის  თვალსაზრისით,  პასუხისმგებელი  უწყებების  მიერ              მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი.  კერძოდ, სამოქმედო  გეგმით  გათვალისწინებული  199 მიზნიდან  სრულად მიღწეულ  იქნა  123,  ხოლო  უმეტესად   და ნაწილობრივ − 41.  

აღსანიშნავია,, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანტიკორუფციულ საბჭოში წარმოდგენილია ორ თემატურ სამუშაო ჯგუფში:კორუფციის პრევენცია საჯარო ფინანსების და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში  დაპოლიტიკური კორუფციის პრევენცია.

კორუფციის პრევენცია საჯარო ფინანსების და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში  და პოლიტიკური კორუფციის პრევენცია.

საბჭომ 2015-2016 წლის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის  ფარგლებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში განსახორციელებელი 17 სამიზნედან  13 ჩათვალა  სრულად შესრულებულად,  3 - ნაწილობრივად, ხოლო 1  -შეუსრულებლად.