სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კონფერენცია-ტექნოლოგიები სამოქალაქო ჩართულობისთვის“ 13 სექტემბერი, 2016

 

13 სექტემბერს, TransparenCEE ქსელის ფარგლებში, ევროპის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების - TechSoup და ფონდ ePaństwo-ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - „ტექნოლოგიები სამოქალაქო ჩართულობისთვის“. ღონისძიების განმავლობაში ჩატარდა დისკუსიები თანამედროვე ტექნოლოგიების პოტენციალსა და მზარდ გავლენაზე სამოქალაქო საქმიანობაში. ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზიცების წარმომადგენლებმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, გააზიარეს მათი გამოცდილება და ჩაატარეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: ფაქტ-მეტრი, გამჭვირვალე ადგილობრივი ბიუჯეტები,  ფაქტებზე დაფუძნებული ადვოკატირება, გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვები, აქტივების დეკლარაციის საჯაროობა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და სხვა.

კონფერენციას დაესწრო სას-ის სამი თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ სას-ში განხორციელებულ პროექტზე „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“. პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია ანალიტიკური ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელიც სწორედ მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და გამჭვირვალობის გაზრდას ემსახურება.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტისა და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.