- 2009-11-12 00:00:00
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ბ-ნი ლევან ბეჟაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი დევი ვეფხვაძე სახელმწიფო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის მიწვევით, საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელმწიფო ფინანსების მართვას ეხებოდა. 2 დეკემბერს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა ა.შ.შ-ს სახელმწიფო საანგარიშო ოფისის (GAO) მოქმედ გენერალურ აუდიტორთან ჯენე ლ. დოდაროსთან. შეხვედრას სტრატეგიული დაგეგმარების საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰელენ ჰსინგიც ესწრებოდა. შეხვედრაზე ბ-ნი ლევან ბეჟაშვილი და ბ-ნი დოდარო მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც პროფესიონალური და ტექნიკური ხასიათის დახმარებას გულისხმობს. მისი თქმით GAO მზადაა მიიწვიოს საქართველოს კონტროლის პალატის მენეჯერები და აუდიტორები აუდიტორთა გადამზადების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში (International Auditor Fellowship Program) მიმდინარე ყოველწლიური სწავლებასა და ტრენინგზე.
GAO-ს გენერალურმა აუდიტორმა, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი იმისა, რომ დაეხმაროს საქართველოს კონტროლის პალატა უფრო აქტიურად ჩაერთოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) საქმიანობაში. ბ-ნი დოდაროს თქმით GAO მზადაა საქართველოს კონტროლის პალატის მაღალი და საშუალო დონის მენეჯერების გაუწიოს რეკომენდაციები და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. ამავე დღეს გაიმართა პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს, შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის (Performance Budget) დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბ-ნ პიტერ პერცჟინსკის პრეზენტაცია, რომელიც შესრულებაზე ორიენტირებულ ბიუჯეტზე გადასვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხებოდა. არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, კიდევ უფრო აუცილებელი გახადა სახელმწიფო ფინანსების ეფექტური გამოყენება, ამასთან დაკავშირებით პოლონეთის ფინანსთა სამინისტრო გადადის ბიუჯეტის დაგემვის ახალ სტანდარტზე - შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტზე, რაც გულისხმობს: სახელმწიფო ხარჯების კონსოლიდერებულ გეგმას - ბიუჯეტს:
1. მინიმუმ 2 წელზე;
2. გაწერილს ფუნქციების, გეგმების და ქვეგეგმების დონეზე;
3. მიზანზე ორიენტირებულს.
შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი დამყარებულია 4 ძირითად ფაქტორზე:
1) მინიმუმ 2 წლიანი ბიუჯეტი.
2) ბიუჯეტის ტრანსფარენტულობა.
3) რესურესების ეფექტური გამოყენება.
4) ეფექტიანობა და შედეგობრიობა.
შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტზე გადასვლა არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის რეფორმირების დაწყებიდან შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის საბოლოო მიღებამდე საშუალოდ 6-7 წელს გრძელდება.
შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი დამყარებულია 4 ძირითად ფაქტორზე:
შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტზე გადასვლის შედეგი იქნება:
რესურსების რაციონალური გამოყენება.
კონსოლიდირებული, მიზანზე ორიენტირებულ ბიუჯეტი.
ეფექტურობის და შედეგობრიობის გაზრდა სახელმწიფო სექტორში.
უნივერსალური და კომპეტენტური მართვა სახელმწიფო სახსრების.
3 დეკემბერს, ჩატარდა კომპანია FreeBalance-ის ვიცე პრეზიდენტის ბ-ნი დაგ ჰადენის პრეზენტაცია, რომელიც შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის მართვისთვის დანერგილ განახლებულ პროგრამულ უზუნველყოფას, Government 2.0 -ს ეხებოდა.
Government 2.0 არის web application - ზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც არის ადვილად გამოყენებადი; მიზანზე ორიენტირებული; სოციალური (შესაძლებელია ინტერაქტიული მონაწილეობა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ) და მულტიმედიური (შესაძლებელია სურათების, პრეზენტაციების, ვიდეოების და დოკუმენტების განთავსება). Government 2.0. ფართოდ გამოიყენება ა.შ.შ -ს სახელმწიფო სექტორში შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის მართვისთვის.
4 დეკემბერს, ჩატარდა საერთაშორისო სავალუტი ფონდის, ფისკალური რეფორმების დეპარტამენტის უფორის პოკარ ჰემანის, პრეზენტაცია: „როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტის შედგენისას შესრულებაზე ორინტიტებული მოდელის დანერგვა.“
საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება ინტერესი სახელმწიფო თანხების ხარჯვისა და ამ ხარჯების ტრანსფარენტულობის და ეფექტიანობის შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს უკეთესი სერვისი იგივე დანახარჯებით, ანუ ეფექტურად გამოიყენოს რესურსები. ამისთვის აუცილებელია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში დაინერგოს შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. რომლის მიზანიც არის:მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინის შექმნა.რესურსების მიმართვა იმ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე, რომელსაც ითხოვს საზოგადოება.სახელმწიფო პროგრამების შესრულებისას, რესურსების ეფექტური მართვა.
შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, 1960-იან წლებში ის პირველად დაინერგა ა.შ.შ-ში. 1980-1990-იან წლებში, სხვა განვითარებულ ქვეყნებში. დღევანდელი რეალობა და სწრაფი განვითარების ტემპი, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და აღმოსავლეთ ევროპაში, აუცილებელს ხდის შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის დანერგვას მთავრობების მიერ.ტრადიციული ბიუჯეტი ძირითადად დამყარებულია არსებულ ვალდებულებებზე, როგორიც არის: ხელფასები, პენსიები, სოც. დახმარებები და სხვა ხარჯები. მასში არ ხდება მიზნების და შედეგების გასაზღვრა.
ტრადიცული ბიუჯეტი არის 1 წლიანი, ანუ გაწერილი იმ კონკრეტულ წელზე, როდესაც უნდა მოხდეს არებული ვალდებულებების დაფარვა.
რაც შეეხება შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტს: ბიუჯეტი დაყოფილია პროგრამებათ. თითოეული პროგრამა შეიცავს როგორც ხარჯებს გაწეულს მისი რეალიზაციისთვის ასევე შედეგებს, (ე.წ INPUT OUTPUT). პროგრამები მიბმულია მხარჯავი ორგანიზაციის (სამინისტრო/სააგენტო) სტრუქტურასთან, და მასზე არის დაკისრებული სრული პასუხისმგებლობა პროგრამის შესრულებაზე. პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯვის გეგმა მოცემულია როგორც გრძელვადიან ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში. ყველაფერი ზემოთ აღნიშნული, ბიუჯეტს უფრო მოქნილს და საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებს ხდის.
შესრულებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვისას ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. SMART მოდელის გათვალისწინება:
Specific – სპეციფიური
Measured – გაზომვადი
Achievable – მიღწევადი
Relevant – რელევანტური
Timed - დროული