სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კონტროლის პალატის დელეგაცია რუმინეთს სტუმრობდა 25 სექტემბერი, 2009

მიმდინარე წლის 21-24 სექტემბერს რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს თავმჯდომარის ნიკოლაე ვაკაროიუს მიწვევით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოტკოველი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯერენაშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო გოგიაშვილი ოფიცილური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.

საქმიანი შეხვედრები შედგა რუმინეთის საანგარიშო სასამართლოში და მის რეგიონალურ ოფისებში; რუმინეთის სენატსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს პრეზიდენტს ნიკოლას ვაკაროუსს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივეზე, რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს გამოცდილებაზე, რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს მიერ განვითარების პერიოდში დაშვებულ შეცდოემებსა და მიღწევებზე.

რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ჯეოანა მირკეასთან შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და იმ პროგრამებზე , რომლის განხორციელებაც სურს რუმინეთის მხარეს საქართველოში.

დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტის კონტროლსა და აუდიტზე ისაუბრეს არჯისისა და პრაჰოვას რეგიონების საანგარიშო სასამართლოების თავმჯდომარეებთან შეხვედრისას.

არჯისის მხარის გუბერნატორთან შეხვედრისას კი დასახეს არჯისის რეგიონისა და იმერეთის მხარის მომავლი თანამშრომლობის გეგმები.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო საკითხებში კოსტეა დურუს. საუბარი შეეხო რუმინეთსა და საქართველოს შორის უკვე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სამომავლო პერსპექტივებს.