კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფი ეწვია. ჯგუფს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როდგერ ბანეფელდი ხელმძღვანელობს. სტუმრები 3-დან 7 მაისამდე სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს ჩაატარებენ თემაზე: „ეფექტიანობის აუდიტის შინაარსი და მისი როლი სახელმწიფო მართვაში.“
აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.