სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კომუნიკაცია, როგორც ინსტრუმენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ ნდობის ასამაღლებლად 20 აპრილი, 2015

გასულ წელს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) ჟურნალში დაიბეჭდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (სას) მიერ მომზადებული სტატია სახელწოდებით - „კომუნიკაცია, როგორც ინსტრუმენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ ნდობის ასამაღლებლად“.

სტატიაში მიმოხილულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბების პერიოდი და მნიშვნელოვანი მიღწევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუნიკაციის მიმართულებით სას-ის მიერ ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბებისგენ გადადგმული ნაბიჯები.

კერძოდ, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სას-ის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდის სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდზე. მათ შორის აღსანიშნავია ის ვებ პორტალები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც პირდაპირ, ისე ირიბ სამოქალაქო ჩართულობას აუდიტის პროცესში. ასევე, სტატიაში ხაზგასმულია სას-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე.

ზემოაღნიშნული სტატია მკითხველს საშუალებას აძლევს მოკლედ გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტთან, საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს.