სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კლიმატის ცვლილებებზე აუდიტების შედეგების წარდგენა საერთაშორისო კონფერენციაზე 13 ნოემბერი, 2024

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა და წამყვანმა აუდიტორმა ანა ბურდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა. 

თორნიკე შერმადინმა წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის შედეგები, როგორც კონტრიბუცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებისთვის. მან ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში (SDG13 - კლიმატის მდგრადობის უზრუნველყოფა). კონფერენციაზე ასევე განიხილეს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების სამომავლო გამოწვევები კლიმატის პოლიტიკაში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოველწლიურად ატარებს კლიმატის ცვლილებების მართვასთან დაკავშირებული სექტორების აუდიტებს, მათ შორის ჩართულია საერთაშორისო, რეგიონულ აუდიტებში. 

კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შემცირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების პროექტის ბენეფიციარი ქვეყნების აუდიტორების და ექსპერტების მონაწილეობით კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გაიმართა.

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ კლიმატის ცვლილებების მართვის პროცესში ჩართული მხარეების მხარდაჭერა, იმისათვის რომ შერბილდეს კლიმატით გამოწვეული ცვლილებების უარყოფითი ეფექტები.