სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კალიფორნიელი აუდიტორები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გაეცნენ 03 ოქტომბერი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კალიფორნიის შტატის ქალაქ  საკრამენტოს მუნიციპალური  აუდიტის ოფისის წარმომადგენლებს  ლინ ბეშოვს და  ჯორდან სვინის უმასპინძლა. 

კალიფორნიელი აუდიტორები საქართველოში იმყოფებიან ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში (PFP), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სხვა ქვეყნის  საჯარო მოხელეებს  მიიღონ პროფესიული პრაქტიკა აშშ-ს საჯარო უწყებებში.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საკრამენტოს აუდიტის ოფისის წარმომადგენლებმა ერთმანეთს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს  და ეფექტიანობის აუდიტის წარმოების გამოცდილება გაუზიარეს. ასევე ისაუბრეს  გენდერული და ეთნიკური აუდიტის მიმართულებებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე  ეკა ღაზაძე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე.