პროექტის ფარგლებში გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობები საერთაშორისო სტანდარტებზე (ISSAI) დაფუძნებული IT აუდიტის დანერგვითა და ელექტრონული მმართველობის განვითარებით.
პროექტის შედეგები:
გაუმჯობესებული ინსტიტუციური შესაძლებლობები:
- დაინერგა IT აუდიტის მიმართულება და შესაძლებელი გახდა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება
- აუდიტის დაფარვის მაჩვენებელი გაიზარდა 85%-მდე
- აუდიტის განხორციელება სრულად გადავიდა AMS-ის სისტემაში
განახლებული ინფრასტრუქტურა და აუდიტის ინსტრუმენტები:
- განახლდა IT აუდიტის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
- შეიქმნა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისათვის განკუთვნილი მონაცემთა ცენტრი
- დაინერგა მონაცემთა ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა (CaseWare IDEA)
- აუდიტის პროცესში დაიწყო მოწყვლადობის შეფასების პროგრამული უზრუნველყოფის (RAPID 7 Nexpose and Metasploit Pro) გამოყენება
- დაიწყო აუდიტის მართვის სისტემის (AMS) დანერგვა და ადმინისტრირება
გაუმჯობესებული პროფესიული შესაძლებლობები
- შეიქმნა IT აუდიტის სამსახური
- ჩატარდა 6 დამოუკიდებელი IT აუდიტი, 3 შიდა ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი; 3 შიდა უსაფრთხოების შეფასება და 21 ინტეგრირებული აუდიტი
- შემუშავდა IT აუდიტის დაგეგმვის მეთოდოლოგია, IT აუდიტის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფს სახელმძღვანელოები (QC&QA), IT აუდიტორების პროფესიული განვითარების გეგმა (PDP)
- სამსახური გახდა INTOSAI-ის IT აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGITA), EUROSAI-ის IT სამუშაო ჯგუფისა (ITWG) და ელექტრონული მმართველობის კონტროლის ქვეკომიტეტის წევრი
- დაიწყო თანამშრომლობა აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისთან (US GAO), ჩატარდა 2 საპილოტე აუდიტი და ინფორმაციული სისტემების აუდიტის ტრენინგი და განხორციელდა სასწავლო ვიზიტი
- IT აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა გაიარეს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
- BSI ISO/IEC 27001:2013
- Implementing Cisco Cybersecurity Operations (SECOPS)
- CISSP კურსი
- ISACA Cyber Security Nexus კურსები
- RAPID 7 Nexpose და Metasploit Pro კურსები
- ITIL V3 Foundation
- DataCamp მონაცემთა ანალიზის კურსები
- IT აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა მოიპოვეს საერთაშორისოდ აღიარებული შემდეგი სერტიფიკატები:
- CISAs
- CISM
- CSX Audit & Fundamentals
- CISSP
- CEH
- ITIL V3 Foundation
- COBIT 5
- BS ISO/IEC 27001: LA
- BS ISO/IEC 27001: LI