სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია 10 აპრილი, 2019

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც  ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის საკითხებს მიეძღვნა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებას გაეცნენ.

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI)  მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ პრეზენტაცია  ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT)  აუდიტის სამსახურის უფროსმა დავით შავგულიძემ წარადგინა.

კონფერენციის დელეგატებმა მოისმინეს ასევე  სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორული ორგანიზაციების  გამოცდილებები და  ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების აუდიტების მიმართულებით ახალ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენცია INTOSAI-ს  წევრი 28  ქვეყნის წარმომადგენლისა  და  სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორული ორგანიზაციის (AFROSAI-E, PASAI, ISACA) მონაწილეობით, ორგანიზაციის   IT აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGITA)   ფარგლებში   ფიჯის რესპუბლიკის  ქალაქ  ნადიში  ჩატარდა.