სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ინფორმაცია საპრეტენზიო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ 15 იანვარი, 2015

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ განიხილა ე. ოკუჯავას საპრეტენზიო განაცხადი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნულ განაცხადში ასახული მოთხოვნები.  კომისიის გადაწყვეტილებით  ე. ოკუჯავას მიერ მიღებულ შედეგებზე მომატებულ იქნა ერთი ქულა.

ზემოაღნიშნული შედეგი დამტკიცებულ იქნა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის მიერ, რის საფუძველზეც კიდევ ერთმა კანდიდატმა ელიკო ოკუჯავამ გადალახა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ქულათა საერთო  ოდენობის 65%-ზე მეტი ზღვარი.