სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2016 წლის 26 დეკემბერს განიხილა 2 კანდიდატის:
ნათია ჩაგანავასა და ლალი გურგენიძის საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა (ლ. გურგენიძის შემთხვევაში – ნაწილობრივ) და მათ მოემატათ თითო–თითო ქულა.
ამასთან, ვინაიდან ორივე განმცხადებელს წინასწარი შედეგებით ჰქონდა 39 ქულა, მომატების შემდეგ მათ გაუხდათ 40 ქულა. შესაბამისად მათ გადალახეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით 2016 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, რის შედეგადაც ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.
იხ. სია
