სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ინფორმაცია საპრეტენზიო და საგამოცდო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ 15 სექტემბერი, 2016

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2016 წლის 13 სექტემბერს განიხილა 1 კანდიდატის:  მალხაზ ქარცივაძის საპრეტენზიო განაცხადი, რომლის   განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შესაბამისად მის მიერ მიღებული წინასწარი შედეგები უცვლელი დატოვა.

იმავე დღესვე,  ზემოაღნიშნული შედეგები განხილული იქნა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #1 ვარიანტის #7 ტესტი და #2 ვარიანტის #58 ტესტი გაუქმების შესახებ და ვინაიდან 59 ტესტის კითხვიდან 65%–ზე მეტი არის 39 სწორი პასუხი, შესაბამისად, კანდიდატთა მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად  გამსვლელ ქულად  განისაზღვრა 39, ნაცვლად 40–ისა. 

ამ გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებელ მ. ქარცივაძის გარდა, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო სავალდებულო ქულათა ზღვარი ასევე გადალახა კიდევ ერთმა კანდიდატმა – გიორგი გვალიამ.

აღნიშნულის შემდეგ, ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.

იხ. საბოლოო შედეგები