სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2016 წლის 27 ივნისს განიხილა 4 კანდიდატის: გიორგი გვალიას, გოჩა ჭოლოკავას, თემურ ხომერიკისა და გიორგი ჯალაღონიას საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ არცერთი მათგანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შესაბამისად მათ მიერ მიღებული წინასწარი შედეგები უცვლელი დატოვა. ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით 2016 წლის 29 ივნისს დამტკიცდა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, რის შედეგადაც ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.
იხ. საბოლოო შედეგები
