სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა (SAO) და შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურს შორის (SNAO) 06 თებერვალი, 2015

2015 წლის 3-6 თებერვალს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის (SNAO)  ექსპერტები.   სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ,  ლაშა თორდიასთან, ასევე   საშუალო  რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომუნიკაციის პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.  შეხვედრებზე კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი  შიდა და გარე კომუნიკაციის მნიშვნელობას. ასევე  აღსანიშნავია, რომ შვედმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და გამართეს სიტუაციური  სემინარი, მაღალი და საშუალო მენეჯმენტისათვის, რომელიც  ლიდერობის უნარების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა  შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის (SNAO) გენერალური აუდიტორის მოადგილე, მაგნუს ლინდელი და თანამშრომლობის პროექტის მენეჯერი, კამერან ხუდური.