დღეს, 1 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, თურქმენეთის უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ბატირ ატდაევს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში თავიანთი შეხედულებები, ცოდნა და პროფესიული გამოცდილება.
აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყების სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას.
