სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თვითმმართველი ერთეულების აუდიტები საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სხდომაზე განიხილეს 06 მაისი, 2022

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სამუშაო სხდომაზე კახეთის რეგიონში ჩატარებული აუდიტების მიგნებები წარადგინეს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატებს და ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები გააცნეს, შემდეგ კი მხარეებმა ერთობლივად განიხილეს რა ეტაპზეა რეკომენდაციების შესრულების ღონისძიებები. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სამუშაო შეხვედრას, ლაგოდეხში, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად ბიწკინაშვილი ესწრებოდნენ.