თავდაცვის სფეროში კომპეტენციების გაღრმავების მიზნით თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა საინფორმაციო სასწავლო კურსი გაიარეს.
სამდღიან პროგრამას, რომელიც სხვადასხვა ბატალიონების ბაზაზე ჩატარდა, უძღვებოდნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც აუდიტორებს თავდაცვის ძალების სხვადასხვა მიმართულების სპეციფიკაციებზე პრეზენტაციები წარუდგინეს.
სასწავლო კურსი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობით ჩატარდა.
.jpg)
