სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში აუდიტის წარმოებასთან დაკავშირებული სასწავლო ვიზიტით შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შედგა.
შვედმა კოლეგებმა დელეგაციის წევრ აუდიტორებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტების მიმართულებით შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის გამოცდილება გაუზიარეს; ასევე გააცნეს აუდიტის წარმოებაში ტექნოლოგიურ და ციფრულ მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომა და პრაქტიკები. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება პარლამენტთან თანამშრომლობაში.
ევროკავშირის პროექტი „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში აუდიტების წარმოებაში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება.


