12-14 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ხელმძღვანელობით შვედეთის ეროვნულ აუდიტორიულ ოფისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა.
დელეგაციას თან ახლდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე.
თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შვედეთის გენერალურ აუდიტორ იან ლანდალთან, პროექტის მმართველ გუნდსა და სამუშაო ჯგუფებთან.
შეხვედრებისას განხილულ იქნა შვედეთისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურების სამ წლიანი თანამშრომლობის (2010-2012 წლები) შედეგების შემაჯამებელი ანგარიში და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. აღსანიშნაშვია, რომ შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ქართულ მხარის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე სტუმრობდა შვედეთის პარლმანეტს, სადაც შეხვედრები გაიმართა შვედეთის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კვლევითი ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობასთან. 14 დეკემბერს მხარეებმა გაფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნული აუდიტორულ ოფისს შორის თანამშრომლობის 2014 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
