14–16 თებერვალს საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისს (NIK) ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დელეგაციას NIK-ის თავმჯდომარე იაცეკ იეჟიერსკი მასპინძლობდა.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატასა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისს შორის ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.