სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ვენეციის კომისიის მომხსენებლები გენერალური აუდიტორის მოადგილეს შეხვდნენ 16 ნოემბერი, 2023

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართეს შეხვედრა. 

კომისიის მომხსენებლების ინტერესი შეეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში არსებული დებულებების საკითხებზე.

გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატო ზაალიშვილმა კომისიის ექსპერტებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატზე მიაწოდეს ინფორმაცია.  

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გამართეს შეხვედრები. საქართველოში მათი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობის საკითხის განხილვა, ვენეციის კომისიის დასკვნის მომზადება სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.