სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ვაშინგტონში GAO-ს ოფისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორმა კოლეგებს 18 ქვეყნიდან საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა 26 ივნისი, 2019

ვაშინგტონში, აშშ-ის  სახელმწიფო აუდიტორული უწყების (GAO) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  აუდიტორმა  მარიამ ზაალიშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიება  პროფესიული მომზადების საერთაშორისო პროგრამაში ჩართული მსოფლიოს 18  ქვეყნის კულტურის და თემატურ ურთიერთგაცნობას ეძღვნებოდა.

მარიამ ზაალიშვილი ამერიკის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პროგრამაში  მონაწილე  სხვადასხვა  ქვეყნების აუდიტორებს   საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალის,  ღირსშესანიშნაობების და სხვა თავისებურებების შესახებ ესაუბრა.

ცალკე პანელი დაეთმო  პროფესიული განვითარების  პროგრამაში ჩართული ქვეყნების აუდიტის სამსახურების გაცნობას, სადაც მონაწილე ქვეყნების აუდიტორებმა პრეზენტაციები წარადგინეს. მარიამ ზაალიშვილი კოლეგებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  პრიორიტეტებზე, დანერგილი სიახლეებისა და ანგარიშების  შესახებ ესაუბრა.

მარიამ ზააალიშვილი  ვაშინგტონში,  GAO-ს  ოფისში,  მსოფლიოს  18  ქვეყნის,  მათ შორის ესტონეთის, არგენტინის, ბრაზილიის, ალბანეთის, ჰონკონგის და ა.შ  აუდიტორებთან ერთად ოთხთვიანი პროგრამით იმყოფება. პროგრამის მონაწილე აუდიტორები ჩართულები არიან უშუალოდ აუდიტის პროცესებში და  აუდიტორულ კვლევებში მონაწილეობენ.