სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეფექტური კომუნიკაციის სემინარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის 24 მაისი, 2016

5-6 და 23-24 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის.

სემინარი ჩატარდა USAID-ის ორგანიზებით, რომელსაც წარუძღვა ჟურნალისტი - ნინო ჯაფიაშვილი.

სემინარი ემსახურებოდა სას-ის თანამშრომელთა უნარების გაუმჯობესებას ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. კერძოდ, განიხილეს შემდეგი თემები: როგორ ვწეროთ მარტივად და გასაგებად, როგორ ავაწყოთ ინფორმაცია ლოგიკურად, როგორ დავამთხვიოთ ჩვენი და მედიის საჭიროებები ერთმანეთს, როგორ მოვამზადოთ სწორი მესიჯები მარტივად და როგორ გავხდეთ წარმატებული რესპოდენტები.

სემინარის მონაწილეები ჩაერთნენ არაერთ აქტივობაში, განიხილეს უკვე არსებული, ეფექტიანი კომუნიკაციის მაგალითები და იმსჯელეს სას-ის კომუნიკაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე. 

სემინარს ესწრებოდნენ როგორც აუდიტორები, ასევე, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.