დღეს, 25 მარტს, დონორი ორგანიზაციის ლუი ბერგერის ორგანიზებით (Louis Berger) სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მედიას შორის ეფექტური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ერთდღიანი სემინარი გაიმართა.
მედიასემინარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გახსნა.
სემინარზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს შემდეგი თემები:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი სახელმწიფო ბიუჯეტის ზედამხედველობის პროცესში; ეფექტიანობის აუდიტი:საერთო გამოწვევები და რეკომენდაციები;
- საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების მხარდაჭერის შესახებ მედიასთან კომუნიკაცია, ფინანსური ჟურნალისტიკა და ჟურნალისტიკის როლი აღნიშნული მიმართულებით.
ერთდღიან მედია სემინარზე PFM ( Public Finance Management ) პროექტის კომუნიკაციის ექსპერტმა მანუელა ლაპადატიმ პრეზენტაცია გამართა მედიასთან თანამშრომლობის ინოვაციური საშუალებებსა და მექანიზმებზე.

