სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) რიგით მე-16 პლენარული სხდომა 09 ოქტომბერი, 2015

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) ორგანიზებით პარიზში 7-9 ოქტომბერს გაიმართა რიგით მე-16 პლენარული სხდომა.

სხდომის  პირველ   ეტაპზე განიხილეს უზბეკეთის მესამე რაუნდის მონიტორინგის ანგარიში და მონღოლეთის ერთობლივი პირველი და მეორე რაუნდის მონიტორინგის ანგარიშები და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის დანარჩენ წევრ სახელმწიფოებზე- სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი. რეკომენდაციების შესრულების პროგრესს აფასებდა ანტიკორუფციული ქსელის წევრი ქვეყნები, შეფასების მისიის ექსპერტები  და  არასამთავრობო ორგანიზაციის წრმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია მონიტორინგს უწევდა უკრაინისთვის და სომხეთისათვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესს.

სხდომის მეორე ეტაპზე  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციულის ქსელის მმართველმა  კომიტეტმა განიხილა და მიიღო 2016-2019 წლების სამუშაო პროგრამა. ჯგუფმა ასევე იმსჯელა  რეგიონის ქვეყნების  უახლესი ანტიკორუფციული სტრატეგიების შესახებ.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს მიერ  OECD-ACN-ის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს მათ შორის  საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების  და პოლიტიკური კორუფციის სფეროში მიეცა   დადებითი შეფასება.