სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის შეხვედრა ქ.რიგაში 11 დეკემბერი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით ქ.რიგაში გაიმართა.

ლატვიის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და გამოცდილებებზე იმსჯელეს. 

აუდიტორებმა მოისმინეს პრეზენტაციები ლატვიის აუდიტის სამსახურის ახალ სტრატეგიულ ინიციატივებსა და განვითარებაზე, ეფექტიანობის აუდიტის, ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტების აუდიტის, ასევე აუდიტის რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორები წარმოადგენდნენ.