სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ევროკომისიის სპეციალური მისიის სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებთან 08 თებერვალი, 2017

8-9 თებერვალს  საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ევროკომისიის სპეციალური მისია, რომლის მიზანია, ევროკავშირის საბიუჯეტო  დახმარების პროგრამების შესახებ კონსულტაციების გამართვა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში,   9 თებერვალს დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების მიმღებ და პოტენციურ მიმღებ სახელმწიფო უწყებებთან.

შეხვედრაზე ევროკავშირის ექსპერტები წარადგენენ პრეზენტაციას საბიუჯეტო დახმარების პროგრამის განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით და ასევე გაიმართება  დისკუსია სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე საბიუჯეტო დახმარების პრობლემების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ შეხვედრაში.

ცნობილია, რომ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების  შეთანხმების“ განხორციელებას ევროკავშირი მხარს უჭერს საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს წინასწარ შეთანხმებული  ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირი ფინანსური ტრანსფერების განხორციელებას.

ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარება საქართველოსათვის ხელმისაწვდომია 2007 წლიდან და მისი წილი მთლიანად ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაში დაახლოებით 50%-ს შეადგენს.