დღეს, 10 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დონორი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა ევროკავშირსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის დაგეგმილი სამომავლო ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის (TA) პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარე აუდიტის ჩატარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულებისა და ლეგიტიმურობის გაძლიერებას საჯარო ფინასების გამოყენებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (SNAO), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაცია Luois Berger-ისა და საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის - „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ - წარმომადგენლები.
