სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტორებმა პროფესიული ტრენინგები გაიარეს  27 მარტი, 2023

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების“ პროგრამის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სექტორის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IPSAS) დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 60 აუდიტორს გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ PwC-მ გაუზიარა. გარდა ამისა, PwC-მ კოლეგებს გააცნო მათ მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმა - IPSAS in a Box, რომლის საშუალებით შესაძლებელია IPSAS-ის სტანდარტების გაცნობა პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.

პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორების პროფესიული განვითარების მიზნით 2022 წლიდან ხორციელდება. 

ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების“ პროგრამის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტორებმა აუდიტის მეთოდოლოგიური ბაზის და ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწის მიზნით მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრებზე ასევე განიხილეს შემოსავლების აუდიტის, დაგეგმვის და რისკების შეფასების, პროცედურებისა და ტრენინგის საჭიროებებისა და IT აუდიტში ხარისხის კონტროლის გაძლიერების საკითხები.