სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსმა ლაშა კელიხაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის ეგიდით გამართულ კონფერენციაში, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის აუდიტის სტრატეგიული ასპექტების განხილვას ეძღვნებოდა.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები თავიანთი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების როლზე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე ამ როლის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ამ პანელურ დისკუსიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ლაშა კელიხაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც რეფორმების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კონფერენცია ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ასამბლეის წევრებისთვის მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში, ევროკავშირისა და ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი SIGMA-OECD-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
