ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development - OECD) ერთობლივი პროექტის - SIGMA (Support for Improvement in Governance and Management) მიზანი იყო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და განგრძობადი რეფორმების უზრუნველყოფა გარე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის პრაქტიკების შესაბამისად. SIGMA-ს მხარდაჭერით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ და თანამედროვე აუდიტორულ ორგანოდ.
პროექტის შედეგები:
- შეიქმნა საჯარო გარე აუდიტის ტრენინგების პროგრამა, რის საფუძველზეც დაინერგა სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო აუდიტის სასერტიფიკატო პროგრამა.
- გაღრმავდა თანამშრომლობა პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის.
- შემუშავდა ფინანსური აუდიტის სახელმძღვანელო.