მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის 2021 წელს დაწყებული ახალი ტექნიკური დახმარების პროექტი, რომლის განმახორციელებელია მსოფლიო ბანკი (WB) ეფუძნება მათ წინარე წარმატებულ ჩართულობას საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერაში და მისი მიზანია ფისკალური მმართველობის ევროკავშირის ფისკალურ და საბიუჯეტო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პროექტი ემსახურება იმ საჯარო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებას, რომლებიც ჩართულნი არიან ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების“ პროგრამაში. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 2.2 მლნ ევროს ოდენობის ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობად განისაზღვრა 3 წელი.
განხორციელებული აქტივობები:
- აუდიტის მეთოდოლოგიური ბაზისა და ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწის მიზნით მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრებზე განიხილეს შემოსავლების აუდიტის, დაგეგმვისა და რისკების შეფასების, არსებითობის შესამოწმებელი კომპონენტების, სახელმძღვანელოს შექმნის, პროცედურებისა და ტრენინგის საჭიროებების, საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის, შემოსავლების მობილიზებისა დაIT აუდიტში ხარისხის გაძლიერების საკითხები. აღნიშნული ემსახურება შემოსავლების აუდიტის, IPSAS სტანდარტებით მომზადებული მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და მუნიციპალიტეტების დონეზე აუდიტის გაძლიერებას.
დაგეგმილი აქტივობები:
- შემოსავლების აუდიტის, IPSAS სტანდარტებით მომზადებული მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და მუნიციპალიტეტების დონეზე აუდიტის შემდგომი გაძლიერება.
- აუდიტის მეთოდოლოგიური ბაზისა და ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწა.