სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გერმანიის აუდიტის სამსახურის აუდიტორმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა 12 თებერვალი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის  გერმანიის აუდიტის სამსახურის გამოცდილებების პრეზენტაციები გამართა გერმანელმა აუდიტორმა ფრანკ ფრითჩმა. აუდიტორმა  ქართველ კოლეგებს  საგადასახადო შემოსავლების აუდიტის მიმართულებით გერმანიის  პრაქტიკა გააცნო.

პრეზენტაციაზე ფრანკ ფრითჩმა გერმანიის მაგალითზე წარმოადგინა საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა,  აუდიტის პროცესი,   მიდგომები და მეთოდები, ასევე  აუდიტის შერჩევის ტექნიკები; 

სამუშაო შეხვედრაზე აუდიტორებმა  მიმოიხილეს რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი აუდიტის ანგარიშებიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, გერმანელ სპეციალისტს  ქვეყნის საგადასახადო სისტემის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს  და ამ მიმართულებით  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლზე ისაუბრეს.

გერმანიის აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  GIZ- ის  პროექტის   „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“,  ფარგლებში იმყოფებოდა.