სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გერმანელი ექსპერტის სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 16 აპრილი, 2013

გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურის ექსპერტი, დოქტორი მათიას მერინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და მისი მიმდინარეობის პროექტის შედგენის, პროცედურული და შინაარსობრივი საკითხები.

შეხვედრები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" - ორგანიზებით ხორციელდება და 17 აპრილამდე გაგრძელდება.