სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალურმა აუდიტორმა „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების  პროექტზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა 14 დეკემბერი, 2022

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა. 

პარლამენტმა მოისმინა „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრებები, შენიშვნები და შეფასებები მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, განახლებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებზე, ფისკალურ რისკებზე, პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტირების მიმართულებებზე და სხვა.

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები  წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობებს უკავშირდება, რის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტრომ მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააკორექტირა.