სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტში 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა 19 ოქტომბერი, 2022

გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

2021 წელს ჩატარდა 49 აუდიტი - 11 ფინანსური, 22 შესაბამისობის, 16 ეფექტიანობის აუდიტი. ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 81%-დან (2017 წელი) გაიზარდა 90%-მდე (2021 წელი), რითაც სამსახურმა პირველად დააკმაყოფილა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით (PEFA) დადგენილი დაფარვის სტანდარტი. 2021 წელს ჩატარებული 49 აუდიტის ფარგლებში გაიცა 1500-მდე რეკომენდაცია.