საქართველოს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილებოდა, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა კანონპროექტის არსებულ ვერსიაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარმოადგინა.
დასკვნაში ასახულია შეფასებები და რეკომენდაციები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესთან, საპროგნოზო მაჩვენებლებთან და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა უპასუხა პარლამენტის წევრების კითხვებსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
