სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორის შეხვედრა ევროდელეგაციასთან 14 ივნისი, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ევროდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  ბატონმა ლაშა თორდიამ  ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ  და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელ და ძლიერ საზედამხედველო ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში ევროკავშირის მხარდაჭერამ  PFM  რეფორმის მიმართულებით,  უმნიშნელოვანესი როლი ითამაშა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარმატებით შეასრულა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებები. აღსანიშნავია წინსვლა საკანონმდებლო ცვლილებების, აუდიტის მეთოდოლოგიების, თანამედროვე აუდიტის ტექნოლოგიებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის კუთხით. უკანასკნელი წლების განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა თანამედროვე უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციად, რომელიც ატარებს რისკზე დაფუძნებულ აუდიტებს და გასცემს შედეგზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს“, - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა თავის გამოსვლაში.