სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორის მოხსენება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარეობასა და 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებით 22 ოქტომბერი, 2014

16 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ’’ და დასკვნა ,,2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე”.           

მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელები და მასთან დაკავშრებული სისტემური ხასიათის ხარვეზები. ასევე, შფასებულ იქნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით განსაზღვრული საბიუჯეტო აგრეგატების საპროგნოზო მაჩვენებელების რეალისტურობა ალტერნატიული წყაროების პროგნოზებსა და მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციებზე დაყრდნობით.

სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

 

(მოხსენება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე)

(დასკვნა ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე)