სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორის მოხსენება საპარლამენტო სესიაზე 28 ივნისი, 2018

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე 2 მოხსენებით წარსდგა. მან პარლამენტარებს  აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში  და   2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო. 

 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში  გაანალიზებულია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების საკითხები: სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი, სახელმწიფო ვალი, საინვესტიციო პროექტების შესრულების მდგომარეობა, პროგრამული ბიუჯეტირება, ცალკეული პროგრამებისა თუ ქვეპროგრამების ათვისება და სხვა.

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ასახულია გასული წლის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის, აუდიტორული საქმიანობის ძირითადი შედეგები, განხორციელებული პროექტები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

გამოსვლის ბოლოს გენერალურმა აუდიტორმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.