სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო 11 ივნისი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ მონაწილეობა მიიღო საჯარო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების  მე-11 საერთაშორისო ფორუმში, რომელიც 2015 წლის 9-11 ივნისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა.

წლევანდელი ფორუმი, რომელსაც 25 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განვითარებაში მონიტორინგის როლს მიეძღვნა.

ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი გაიმართა მსოფლიო ბანკის (The World Bank), აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ისლამური განვითარების ბანკის, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და მართვისა და მმართველობის განვითარების პროგრამის ორგანიზებით. კონფერენციას პარტნიორობას უწევდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის დელეგაცია და სხვ.