სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ევროპის დახმარების ოფისის წარმომადგენლებს, ინგრიდ შვაიგერსა და ლუკა ორიანს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად ახალი ეტაპის მომზადება. პროგრამის ბიუჯეტი 2013-2015 წლებში იქნება 21.5 მილიონი ევრო, რომელიც რეფორმის წარმატებით განხორციელების პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება.
ევროკავშირის მიერ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად ეს არის მესამე და მნიშვნელოვანი ფაზა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2010-2012 წლების რეფორმით განსაზღვრული ღონისძიებები წარმატებით განახორციელა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ფინანსების მართვის განვითარებასა და საბიუჯეტო მხარდაჭერაში.
იხ. ვიდეო
