სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების შევსება 08 აგვისტო, 2016

სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტიქ. ქუთაისშიაცხადებსმიღებასტრენინგ- კურსზე:

ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების შევსება

კურსი ითვალისწინებს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების შევსების  შესწავლას, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებას აღნიშნული მიმართულებით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

პროგრამის აღწერა:

  • ფინანსური ანგარიშგება ბასს-ის მიხედვით (კერძო სექტორი);
  • ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღლტრული ანგარიშგება, ფინანსთა მინისტრის N364 ბრძანების მიხედვით;
  • ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები;
  • სამეწარმეო სუბიექტებისა და საჯარო სექტორის ფინანსური ანგარიშგებების შედარება და განსხვავებები;
  • ეკონომიკური მოვლენები და მათი ასახვა ბუღალტრულ ახრიცხვაში;
  • ორგანიზაციული ბალანსი და დანართი ფორმების სტრუქტურა;
  • არაფინანსური აქტივების აღრიცხვა და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • ვალდებულებები და კაპიტალის აღრიცხვა;
  • ბალანსის საცნობარო მუხლების დანიშნულება;
  • ხარჯების ცნება;
  • ხარჯების ბუღალტრულად აღრიცხვა და კლაციფიცირება;
  • ორგანიზაციის ხარჯების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • არაფინანსურ აქტივებზე გაწეული ფაქტობრივი და საკასო ხარჯების გამიჯვნა;
  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ არაფინანსურ აქტივებზე გაწეული საკასო ხარჯების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • ფინანსური აქტივების ცნება;
  • ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და საბოლოო შედეგების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • წმინდა ღირებულების ცნება;
  • სადებეტო და საკრედიტო ნაშთების განსაზღვრა;
  • ორგანიზაციის წმინდა ღირებულების გაანგარიშება და მისი ასახვა ანგარიშგებაში;
  • არასაბიუჯეტო საქმიანობის ცნება;
  • არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული შემოსავლების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • მიზნობრივი გრანტების აღრიცხვა და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  •  ორგანიზაციის მიერ მიღებული არაფინანსური აქტივების კლასიფიცირება და გატარება შესაბამის მუხლში;
  • ორგანიზაციიდან გასული არაფინანსური აქტივების კლასიფიცირება და გატარება შესაბამის მუხლში;
  • არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შედეგად საბოლოო ნაშთის განსაზღვრა და გადატანა ორგანიზაციულ ბალანსში;
  • არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების ცნება;
  • არასაოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების შედეგად, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა, ცვლილებების გაანგარიშება და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • ანალიზური აღრიცხვის ცნება;
  • არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვა და გადატანა ფინანსური ანგარიშგების ფორმაში;
  • დებიტორული დავალიანების ცნება;
  • დებიტორული დავალიანების გაანგარიშება, აღრიცხვა და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • კრედიტორული დავალიანების ცნება;
  • კრედიტორული დავალიანების გაანგარიშება, აღრიცხვა და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • ორგანიზაციების მიხედვით, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების საბოლოო ნაშთების განსაზღვრა, ბუღალტრულ ანგარიშებზე გატარება და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი ბარათის დანიშნულება და წარდგენა;
  • საჯარო სექტორში ზემდგომი ორგანოებისათვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
  • ფინანსური ანგარიშგების წარდგენა მომხმარებლისათვის კერძო სექტორში.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 16 აგვისტოდან  2 სექტემბრამდე

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი

კურსის ღირებულება:  260 ლარი

რეგისტრაციის თარიღებია: 2016  წლის   8 აგვისტოდან  - 12 აგვისტოს  ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდით:  (995 32) 2438  181