აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეხვედრა გამართა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო დეპარტამენტის 2015 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის გაცნობა, კერძოდ:
2015 წლის 9 თვეში აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა 28 აუდიტი, მათ შორის 14 შესაბამისობის და 14 ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, 6 შემთხვევაში მასალები გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.
აღინიშნა, რომ აუდიტების შედეგად გამოვლენილი იქნა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, რომლებიც შეეხება აღრიცხვა-ანგარიშგებაში არსებულ ხარვეზებს, სახელმწიფო შესყიდვების მართვასთან, ასევე ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ მომზადდა და აუდიტის ობიექტებს დაეგზავნათ შესაბამისი ანგარიშები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.
იხ. ვიდეო


