სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა წარადგინა 13 დეკემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  კახაბერ კირტავამ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის  პროექტზე დასკვნა წარადგინა.

დასკვნაში შეფასებულია ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობების და გადასახდელების საფუძვლიანობა, კანონიერება  და მათზე დაყრდნობით,  კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების ნამდვილობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ დასკვნაში ასახულია აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთაც გავლენა აქვთ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.

რიგგარეშე პლენარული სხდომის  ბოლოს უმაღლესი საბჭოს წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.